ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველი და ესტონელი ექსპერტების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ორგანიზებით ქართველი და ესტონელი ექსპერტების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა საშუალო საფეხურზე“.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა პროექტის ფარგლებში, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება უკვე მესამე წელია.

პრეზენტაციებით წარდგნენ ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები ეინარ ვარა და ნატალია მიალიცინა, რომელთაც შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ესტონური გამოცდილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საშუალო საფეხურის მოწყობის ზოგადი პრინციპები, ზოგადი და პროფესიული განათლების ინტეგრირება; ასევე გაიმართა დისკუსია თემებზე: საშუალო საფეხურის განვითარების ალტერნატივები საქართველოში, დივერსიფიცირებული სწავლება და სხვ.

სამუშაო შეხვედრაში, რომელიც  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  ლია გიგაურმა გახსნა, მონაწილეობა მიიღეს როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივმა ექსპერტებმა, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე