ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გამოცდილების გაზიარება ელექტრონული პლათფორმის ფორმატში

საქართველოში ,,ტურინის პროცესი (TRP)“ ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ,,ტურინის პროცესი (TRP)“ პროფესიული განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ახდენს სისტემის მონიტორინგს და შეფასებას პროფესიული განათლების პოლიტიკის შედეგების გასაუმჯობესებლად.

ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა და ტურინის პროცესის ადგილობრივმა კოორდინატორმა „ტურინის პროცესში (TRP) 2016“ ჩართული ქვეყნების წარმომადგენელთათვის, კოორდინატორთა რიგით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, ელექტრონული პლათფორმის ფორმატში ჩატარდა, რაც  დისტანციურად ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს  „ტურინის პროცესის (TRP) 2016“ ძირითადი პრინციპები, მიმდინარე წლის ანალიტიკური ჩარჩო დოკუმენტი და განსახორციელებელი სამუშაო გეგმა.

ტურინის პროცესში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს ნიკოლოზ მესხიშვილმა საქართველოში მოქმედი პოლიტიკის მატრიცის ელექტრონული სისტემა და თემატური ჯგუფის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებების შეგროვების სამოქმედო გეგმის ელექტრონულ სისტემა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით შემუშავდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს, ევროპის განათლების ფონდის (ETF) მხრიდან აქვს შესაძლებლობა იყოს ამ პროცესების მონაწილე, გაუზიაროს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროგრესი, გაეცნოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და მიზანმიმართული რეფორმების მეშვეობით, ყოველწლიურად გააუმჯობესოს შედეგები პროფესიული განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების კუთხით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე