ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროკავშირი - საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

ევროპის დღეების ფარგლებში ევროკავშირი - საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია მოეწყო. მარკა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქარაძემ,  საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა წარადგინეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.    

გამომდინარე იქედან, რომ 2016 წელი  ევროპული სახელმწიფოს წლად  გამოცხადდა, ასევე 2016 წელს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე, როდესაც საზოგადოებამ ერთხმად აიღო საგარეო პოლიტიკის და ქვეყნის განვითარების ევროპული გეზი - ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის გამოცემას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა მნიშვნელობას.

ღონისძიებისი ფარგლებში „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) მიერ გამოცემული წიგნის „საქართველო და ევროკავშირი განვითარებისა და რეფორმების კვალდაკვალ“ და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერას“ მიერ მომზადებული აუდიო წიგნის NATO და ევროკავშირი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ პრეზენტაციაც მოეწყო.

ღონისძება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერაა ორგანიზებული. პროექტის მხარდამჭრები არიან: მარკას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო, საქართველოს ფოსტა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD), თბილისის საკრებულო და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე