ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ეტალონი-2016”-ის გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი, 10-წლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონი-2016”-ის ფინალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საკანონმდებლო ორგანოსა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული დასაქართველოს „ეტალონი მოსწავლე“  ბათუმის კერძო სკოლა „ნიკეს“ მოსწავლე ანრი ფაღავა გახდა. ანრიმ 31,11 წამში 75 ქულის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მას არც ერთ კითხვაზე არ შეუკავებია თავი. ანრის ფულადი პრიზი, 20 000 ლარი გადაეცა.

მეორე ადგილზე გავიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლე ნია შაქარაშვილი. მას საჩუქრად ფულადი პრიზი, 6 000 ლარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე გაგა გვიჭიანი. მას საჩუქრად ფულადი პრიზი 4 000 ლარი გადაეცა.

 “ეტალონის” ფინალურ შოუ-კონკურსში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის და თბილისის (10 გამგეობის) 82 “ეტალონი-მოსწავლე” და მათი 7.000 გულშემატკივარი მონაწილეობდა.

 “საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის  ეტალონი-2016”-ის ფინალურ შოუ-კონკურსს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. დღევანდელი ფინალი 2015-2016 სასწავლო წლის ციკლის დაგვირგვინება გახლავთ.

საქართველოს მასშტაბით 150-ზე მეტი შეხვედრა და “ეტალონის” თამაში განხორციელდა.  პროექტი მომდინარეობდა სლოგანით ვინ გახდება საქართველოს “ეტალონი მოსწავლე”.

სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი “ეტალონი” 10 წელია არსებობს ქართულ მედიასივრცეში და ის დღეს უკვე არა მარტო ერთი კონკრეტული გადაცემა, არამედ მრავალმიმართულებიანი პროექტია, რომლის კონცეფცია და სლოგანი ერთ მარტივ, თუმცა მოცულობით წინადადებაში ეტევა: “სახალხო იდეა „ეტალონი” - ბედნიერება ყველას სჭირდება!”

“ეტალონსა” და მის პროექტებში უშუალო მონაწილეობა მიღებული აქვს საქართველოს ყველა კუთხისა და ქალაქის 80.000-ზე მეტ წარმატებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას. პროექტს  აქტიურად გულშემატკივრობს საქართველოს 500.000 ოჯახზე მეტი.

“ეტალონი” გამოგონებული და დაპატენტებულია საქართველოში, და მსოფლიოში არსებულ ინტელექტუალურ თამაშებს შორის ანალოგი რეალურად არ აქვს. იგი აგებულია განწყობის თეორიაზე, ეყრდნობა კითხვების შედგენისა და დასმის მეცნიერულ მიდგომებს და ქულათა დაანგარიშების ინოვაციურ სისტემას.

2015 წლის შემოდგომიდან “ეტალონის” შემოქმედებითი გუნდი საქართველოს რეგიონებში გავიდა პროექტის ახალი, ნოვატორული სტრატეგიით. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ “ეტალონის” ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში “ეტალონის” კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილებზე გამართვას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე