ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აკაკი სეფერთელაძემ ბათუმში იტალიური სკოლა მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ბათუმის ქართულ-იტალიურ სკოლას ეწვია და  სწავლა-სწავლების იმ ევროპულ მოდელს გაეცნო, რომლითაც  ახლადაარსებული სკოლა გამოირჩევა. მინისტრის პირველი მოადგილე კერძო სკოლის ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური უზრუნველყოფითაც დაინტერესდა.

სკოლაში 100-მდე მოსწავლე სწავლობს და აქ ბაღის მოსამზადებელი და სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა კლასია გასხნილი.

ქართულ-იტალიურ სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება იტალიური, ინგლისული, თურქული და რუსული ენები. გარდა ამისა, ამ სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობას იღებენ გაცვლით პროგრამებში, რომლის მიზანია წარჩინებული მოსწავლეების იტალიაში გამგზავრება და სასწავლო პროგრამის იქ დაუფლება.

სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული კლასი, კეთილმოწყობილი  ბიბლიოთეკა და სხვადასხვა მიმართულების წრეები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე