ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროპელი კოლეგების გამოცდილება ქართველ მეცნიერებს

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, ქართველი მეცნიერებისთვის და პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის (NCP) სასტუმრო ,,Holiday Inn Tbilisi"-ში საინფორმაციო დღე და სემინარი გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი, სოციალური ინოვაციების ცენტრის (ZSI) სამეცნიერო დირექტორი, დოქტორ კლაუს შუხი და სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

სემინარის მიზანს საქართველოს მეცნიერთათვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ევროკომისიიდან და განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის მიმოხილვა (დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა, საპროექტო წინადადების წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები);
  • ეროვნული საკონტაქტო პირების (NCP) მხარდაჭერა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებების გააქტიურების მექანიზმები;
  • ჰორიზონტი 2020-ის შესაძლებლობების გამოყენება ბიზნესსა და მეცნიერებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების კონტექსტში.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა ერთი თვის წინ ხელი მოაწერეს ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში ,,ჰორიზონტი 2020“ საქართველოს ასოცირების შეთანხმებას“. შესაბამისად, ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, ქართველი მეცნიერებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე