ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკული საბავშვო მიუზიკლი ჭიათურის თეატრის სცენაზე

ფრენკ ბაუმის საბავშვო ზღაპარის ,,ოზის ჯადოქარი“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დადგეს. ინგლისურენოვანი მიუზიკლი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იდგმებოდა ბროდვეიზე, ქართველმა მოსწავლეებმა მშვიდობის კორპუსის მოხალისის დახმარებით მოამზადეს. სპექტაკლის პრემიერას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ამერიკის საელჩოსა და  მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.

პროექტის განხორციელებაში ჭიათურის N1 საჯარო  სკოლის თითქმის ყველა საფეხურის მოსწავლე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის, მუსიკის მასწავლებელი და ქორეოგრაფი იყო ჩართული. სკოლას დიდი დახმარება გაუწია ჭიათურის სახელმწიფო თეატრმა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე