ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

STEM - საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული კურსები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსწავლეებმა საინჟინრო ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და მათემატიკის მიმართულებით შექმნილი საკუთარი პროექტები  წარმოადგინეს. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოყენებით ოპტიკაში, ელექტროობასა და მაგნეტიზმში შექმნილმა პროექტებმა, მოსწავლეების მიერ შექმნილმა საგანმანათლებლო რობოტოტექნიკამ და მათმა პროგრამირებამ, აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმასახურა.

მოზარდებმა პროექტები, STEM  (Science, Technology, Engineering, Mathematics)   - საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული კურსების ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს. აღნიშნული კურსები სკოლებსა და ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტს შორის აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება. კურსებს ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით სონღულაშვილი და ფიზიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებიან.

კლასგარეშე კურსი STEM-ით დაინტერესებულ მოსწავლეებს   ხელნაკეთი ლაბორატორიების, საბუნებისმეტყველო საგნებისთვის ელექტრონული რესურსებისა და  ვიზუალური-თვალსაჩინო მასალების შექმნაში ეხმარება.  გაკვეთილებზე მოსწავლეებს თეორიული ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, მისი პრაქტიკული გამოყენების თვალსაჩინოდ ნახვის საშუალება აქვთ, რაც მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაციას ამაღლებს და ინტერესს ზრდის ინოვაციური სამეცნიერო ტექნოლოგიების მიმართ.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე