ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოსა და სომხეთის განათლების მინისტრები სომეხ პედაგოგებს შეხვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი ქალაქ ქუთაისში ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრნენ და იმ სომეხი ეროვნების პედაგოგებს შეხვდნენ,  რომლებიც  ამ სკოლაში ტრენინგს გადიან. ტრენინგის მონაწილეები საქართველოს სომხურენოვანი  სკოლების დაწყებითი კლასების, ისტორიისა და სომხური ენის მასწავლებლები არიან. 

ტრენინგი ოთხი დღის განმავლობაში გრძელება და ამ პერიოდში მონაწილეები  სწავლების თანამედროვე მეთოდებს და დამხმარე სახელმძღვანელოებს ეცნობიან. ტრენინგს უძღვება სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლები და ექსპერტები. სულ გადამზადებას 100 მასწავლებელი გადის.

ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ახალი სასწავლო წლიდან იგი სასწავლო პროცესს განაახლებს. სასწავლებელი არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლასა და ერთიან სამოქალაქო სივრცეში ინტეგრირებას უზრუნველყოფს. ძალზე მნიშველოვანია ამ სასწავლო დაწესებულების  მისია, რადგან იგი მაღალმთიანი, ეროვნული უმცირესობებით დასახლებული  და კონფლიქტის ზონების რეგიონების მოქმედ ან პოტენციურ საჯარო მოხელეებს  უწყვეტი განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის სრულყოფას სთავაზობს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე