ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს

სკოლამდელი და ზოგადი განათლების საკითხები, ინკლუზიური განათლება ყველასთვის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, შრომის ბაზრის ანალიზი, დასაქმების პოლიტიკა, პროფესიული განათლების განვითარება, არაფორმალური განათლება და დიასპორის ინტეგრაცია განათლების საკითხებში, - ეს საკითხები განიხილეს ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გახსნა. ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმების პროცესში დონორთა მხარდაჭერის როლზე ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.

მინისტრის შეფასებით, დონორებთან კოორდინაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან დონორები, როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკურად - კვალიფიციური მრჩეველებით, სახელმწიფო უწყებებს მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.

„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი დასაყრდენია განათლების რეფორმა, მათ შორის პროფესიული განათლების ახალი სისტემა, ინკლუზიური განათლება და ბევრი სხვა მიმართულება, რომელშიც დონორები გვეხმარებიან და რომლებიც განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი გადაწყვეტილებები დავაყრდნოთ მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკას", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად აწყობს.

საერთაშორისო პარტნიორები მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის საქმიანობას დადებითად აფასებენ.

„ჩვენი პარტნიორებისგან დადებითი შეფასება გვაქვს ასეთი ფორმატის შეხვედრებზე და ვიმედოვნებ, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ უფრო კონკრეტულად განისაზღვრება, სად არის სახელმწიფოს და ჩვენი დონორი ორგანიზაციების როლი, ადამიანური კაპიტალის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ.

შეხვედრები ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დახმარებით, ეკონომიკური ზრდის, ადამიანური კაპიტალის განვითარების, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საჯარო სექტორის რეფორმის, სოციალური კეთილდღეობის და ეროვნული რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებზე, ყოველწლიურად 6 თემატური საკოორდინაციო შეხვედრა ტარდება.

ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრას გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატერინა დერკორნი, სხვა დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე