ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმის მინისტერიალზე სიტყვით წარსდგა

ბათუმში გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი გაიხსნა, რომელშიც სხვა მინისტრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც მონაწილეობს.

საქართველო, ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში, 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს მასპინძლობს და მათ შორის არიან გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი სამინისტროების ხელმძღვანელები, ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მინისტერიალის ფარგლებში, ალექსანდრე ჯეჯელავამ ქვეყანაში განათლების სისტემის მდგრადი განვითარების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის ხედვაა, ყველა ბავშვმა ადრეული ასაკიდან დაიწყოს გარემოს დაცვითი განათლების მიღება და სწორედ ამ მიზნით, უკვე შემუშავებულია სკოლამდელი განათლების სტანდარტები და გზამკვლევები. რაც შეეხება, ზოგადი განათლების საფეხურს, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ეკოწიგნიერებას მნიშნველოვანი ადგილი უკავია.

კლასის დამრიგებლებისთვის, კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით, შემუშავებულია სტანდარტი და სახელმძღვანელო (გაიდლაინი), თუ როგორ ასწავლონ პირველიდან მეცხრე კლასის მოსწავლეებს ინტერაქტიული მეთოდებით. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, I-IX კლასების მოსწავლეებისთვის შეიქმნა სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი განათლება სკოლებში“.

გარემოსდაცვითი მიმართულებით, არაერთი პროგრამა და პროექტია შემუშავებული პედაგოგებისთვის. ტარდება ტრეინინგები რესურსების მდგრადად მოხმარების, ბიომრავალფეროვნების, ენერგო-ეფექტურობის და ნარჩენების მართვის მიმართულებით. ტარდება მასტერკლასები მდგრადი ტურიზმის, კლიმატური ცვლილებების მიმართულებით. ამასთან, გლობალურ პრობლემებზე ორიენტირებული ტრეინინგები გარემოსდაცვითი და მდგარდი განვითარების მიმართულებით.

მნიშნველოვანია პროექტი „Training Educators for Excellence”, რომელიც გამიზნულია მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM)-ის მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორებისთვის. იგეგმება ლიდერთა აკადემიის დაფუძნება, რომლის გავლაც, სკოლის დირექტორებისთვის სავალდებულო იქნება.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია PH International Georgia -ის მხარდაჭერით მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ და ჩაატარონ კვლევა, მაგალითად, როგორ დაიგეგმოს ექსპერიმენტული სწავლება - მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) საგნებში.

ახალი გარემოსდაცვითი კვალიფიკაციები ასახულია უმაღლესი და პროფესიული განათლების კუთხითაც. უმაღლესი განათლების დაწესებულებებში პროგრამები შემუშავებულია ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს საფუძველზე, რომლის კვალიფიკაციებშიც შედის: ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაცვა და უსაფრთხოების ტექნიკა, ეკოლოგია და სხვა გარემოს დაცვითი პროგრამები, რომლებიც ანიჭებენ ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიურ ხარისხს.

მნიშვნელოვანია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი მთავრობის მიერ პრიორიტეტულ მიმართულებებადაა აღიარებული და ამ პროგრამებზე სწავლა 2012 წლიდან უფასოა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ქვეყნის მდგრადი მომავლის შექმნის მიზნით, აღნიშნული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მდგრადი განვითარების დაჩქარებული გარდაქმნა გახდება მნიშვნელოვანი გასაღები ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის. მისი თქმით, გარდაქმნა უნდა დაიწყოს განათლების ხარისხის უზრუნველყოფიდან, რათა მისცეს ადამიანებს საჭირო უნარები და ცოდნა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გლობალური, ადგილობრივი და ეროვნული ცვლილებების გათვალისწინებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე