ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტექნოლოგიურ პარკში საინფორმაციო ტური გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციების განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით დაიწყო სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა ინოვაციური ლაბორატორიებით ე.წ FabLab-ის დაზგა-დანადგარები, რომლებიც ქმნიან კრეატიულ სივრცეს სასწავლებელში, საშუალებას აძლევს სტუდენტს დაინტერესდეს სამეწარმეო საქმიანობით და მოახდინოს  ინოვაციური იდეების რეალიზება. ლაბორატორია ასევე ეხარება სასწავლებელს  შექმნას ინოვაციური სწავლების პლატფორმა და დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მოთხოვნები მაღალტექნოლოგიური პროცესების მართვის შესახებ.

FabLab-ის დანადგარების მოხმარების სპეციფიკის გასაცნობად, საქართველოს ტექნოლოგიების პარკში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის, საინფორმაციო ტური გაიმართა.  ღონისძიებას  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე არსებულ  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab დაათვალიერეს, სადაც დამონტაჟებულია თანამედროვე დანადგარები (ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი და ა.შ.). გაეცნენ დანადგარების შესაძლებლობებს და არსებულ ნიმუშებს, რომლებსაც სხვადასხვა ბიზნესები უკვე ყიდიან და ისინი სწორედ ფაბლაბშია დამზადებული. ასევე ნახეს თანამედროვე ტექნოლოგიები (ვირტუალური რეალობის სათვალე, ჭკვიანი მაჯის საათი, მძლავრი კომპიუტერები და სხვა.), რომლებიც განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების შოურუმებში. სტუდენტები ასევე გაეცნენ პრეზენტაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამებისა და ტექნოპარკის შესაძლებლობების შესახებ, მიიღეს ინფორმაცია ისეთ, პროექტებზე, რომლებიც პროფესიული მიმართულებების განვითარებას უწყობს ხელს და რომლის ფარგლებშიც, მათ შეუძლიათ საკუთარი ცოდნის რეალიზება უკვე რეალური პროდუქტების შექმნით მოახდინონ, რომელსაც გაყიდიან და აქცევენ შემოსავლის წყაროდ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე