ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

3D გამოსახულების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა

საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ 3D გამოსახულების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

კოლეჯის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო „სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტისა" და „საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერის" მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების მიერ კომპიუტერულ გრაფიკაში შექმნილი ნამუშევრები. გამოფენას გაეცნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სტუმრები პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებიდან, პარტნიორები კერძო სექტორიდან, სარეკლამო და საგამომცემლო კომპანიების წარმომადგენლები.

„სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტისა" და „საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერის" მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები კოლეჯში 2015 წელს დაინერგა და სწავლებით დაინტერესებაც საკმაოდ დიდია. ამ პროგრამების დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ არქიტექტურულ, სარეკლამო, სატელევიზიო და თამაშების წარმოების სექტორში მომუშავე ორგანიზაციებში, გამომცემლობებსა და პოლიგრაფიულ საწარმოებში, ციფრულ სტამბებში დამკაბადონებლის, გრაფიკოს-დამკაბადონებლის, ტექნიკური დიზაინერის და სხვა თანამდებობებზე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე