ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინგლისურენოვან მასწავლებელთა მორიგი 100-კაციანი ჯგუფი საქართველოშია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ინგლისური ენის 100-მდე მასწავლებელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველსოთან ერთად”, ფარგლებში ჩამოსული უცხოელი პედაგოგების  მორიგი ჯგუფის წევრები, ტრეინინგების გავლის შემდეგ, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან, ახალი სასწავლო წლიდან კი, ამ რეგიონების ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.

უცხოელი პედაგოგების პირველი დელეგაცია საქართველოში 30 ივლისს ჩამოვიდა. ისინი აჭარის საჯარო სკოლებში შეუდგებიან ინგლისური ენის სწავლებას. 14 აგვისტოს მეორე ნაკადი ჩამოვიდა საქართველოში. ორმოცდაჩვიდმეტი უცხოელი პედაგოგი სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აეროპორტში ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და წარმატებები უსურვა როგორც პედაგოგებს ასევე მოსწავლეებს, რომლებიც ინგლისურ ენას პირადი კონტაქტის საფუძველზე კიდევ უფრო უკეთესად შეისწავლიან.

წლის ბოლომდე საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგი ჩამოვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე