ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრები კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი გარემო მოეწყო. განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ დანელია გაეცნენ. მინისტრები სტუდენტებსაც შეხვდნენ,  სწავლების პროცესს გაეცნენ და სასწავლო ლაბორატორიები და სახელოსნოები დაათვალიერეს.

პროფესიული სასწავლო დაწესებულება, სადაც ტრადიციულ ქართულ გარემოს, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და განახლებული  სასწავლო აუდიტორიები ერწყმის, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე შეფასა - "სწორედ ეს არის ის ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფით"...

პროფესიულ კოლეჯში „აისი“ ისეთი სპეციალობები ისწავლება, რაც მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. მრავალპროფილიან კოლეჯში სტუდენტები, ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით, შემდეგ  სპეციალობებს ეუფლებიან - ფერმერი, მეღვინე-მევენახე, მეფუტკრე, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლი, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი, ვეტერინალური მომსახურება,  ტრაქტორისტ-მემანქანე, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, გიდი (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორი (აგრო ტურიზმი), მზარეული და სხვ. კოლეჯში 500-მდე პროფესიული სტუდენტი ეუფლება 35 პროფესიას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

კახეთის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტისთვის კვალიფიციურ სპეციალისტებს ამზადებს კოლეჯის ბაზაზე  მოქმედი ღვინის ლაბორატორია. ლაბორატორია ასევე სთავაზობს ადგილობრივ ფერმერებს ღვინის ხარისხის შეფასებას 19 პარამეტრის მიხედვით, რაც ადგილობრივ ბაზრებზე მათ რეალიზაციას უწყობს ხელს. კოლეჯის ტერიტორიაზე 300 კაცზე გათვლილი  სტრუდენტთა  საერთო საცხოვრებელი და 70 კაცზე გათვლილი სასტუმრო ფუნქციონირებს.

მინისტრებმა კოლეჯში არსებული ღვინის სახლი, მინი ღვინის ქარხანა, მარანი, საწნახელი, ფუტკრის სახლი, საკონსერვო მინი საწარმო, ფერმა და  სხვადასხვა სახელოსნოები მოინახულეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე