ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის მე-11 მსოფლიო კონგრესი

27 ივნისს გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით,  გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის მე-11 მსოფლიო კონგრესი გაიხსნა, რომელიც 1981 წლიდან იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კონგრესი  თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ გახსნეს.         

კონგრესში მონაწილეობას იღებს ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი ბრაზილიიდან, ასევე მონაწილეობენ - ამერიკული საბჭოების პრეზიდენტი (აშშ), თანამედროვე ენების ასოციაცათა ფედერაციის  პრეზიდენტი (დიდი ბრიტანეთი) და გენერალური მდივანი  (ავსტრალია), მეცნიერები და სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

მსგავსი ღონისძიება 4 წელიწადში ერთხელ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოსთვის ანალოგიური მასშტაბის მოვლენა იშვიათია. კონგრესის ფარგლებში გაიმართება გენერალური ასამბლეა და მომავალი 4 წლით აირჩევენ პრეზიდენტსა და ახალ პრეზიდიუმს. კონგრესის მსვლელობის დროს დაგეგმილია ვორკშოფები, მასტერკლასები, მრგვალი მაგიდა დოქტორანტებთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან, რაც აგრეთვე ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას თანამედროვე ინტერდიციპლინარულ სამეცნიერო კვლევებში. კონგრესი 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

,,ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება, რომელსაც საქართველოში მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონგრესის ფორმატში გაიმართება უამრავი შეხვედრა, ვორქშოფი, სემინარი. გაიმართება მასტერკლასები, ღია ლექციები და მონაწილეებს  ახალგაზრდა მეცნიერებს, მკვლევრებსა თუ სტუდენტებს ექნებათ საშულება შეხვდნენ ცნობილ ფსიქოლინგვისტიკის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან,’’ აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე