ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამეცნიერო - კვლევითი პროექტების შეფასების ერთიანი პლატფორმა

თბილისში, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების მიმართულებით (Workshop on STI Evaluation Platform), ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების  რეგიონული პლატფორმის შექმნას დაეთმობა. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ხელშემწყობი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილება სამეცნიერო - კვლევითი პროექტების შემფასებელ ექსპერტთა საერთო რეგიონული პლატფორმის მომზადებისა და ფუნქციონირების საკითხები.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP)   ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” (IncoNet EaP) ფარგლებში. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობენ ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და IncoNet EaP პროექტის კონსორციუმის პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც წარმოდგენილი მხარეები ადასტურებენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროს საერთო ექსპერტ-შემფასებელთა პლატფორმის შექმნაში, გააძლიერონ ამ მიმართულებით თანამშრომლობა და რეგიონისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათ ქვეყნებში მიღებული სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო წინადადებების შეფასების ინსტრუმენტები და პროცედურები. მემორანდუმის დანართის სახით განხილული იქნება ექსპერტ-შემფასებელთა რეგიონული პლატფორმის განვითარებისა და  დანერგვისათვის  საჭირო სამოქმედო  გეგმაც.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე