ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სხვადასხვა საგანში მოპოვებული გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს.

ოლიმპიადაში წელს საშუალოდ, 100 000-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას და იგი  X-XII კლასის მოსწავლეებისთვის  შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული). ოლიმპიადა ასევე ჩატარდა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებსაც (გამოყენებულია ბრაილის შრიფტი). ოლიმპიადა მოიცავს 3 ეტაპს: სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ტურები. ოლიმპიადის ჩატარებას  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზურნველყოფს, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოების წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ოლიმპიადის შედეგად 121 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა: I ადგილი (15 მოსწავლე), II (15), III (14) და 77 საუკეთესო ათეული. გამარჯვებულები  დაჯილდოვდნენ შესაბამისად 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით.  გარდა მოსწავლეებისა, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ რეიტინგული სიის I, II, III ადგილებზე გასული სკოლები (29) .

„წარმატებული სკოლებისა და პედაგოგების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ახლო მომავალში, ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგები. (თანხები ჩაერიცხებათ სკოლის ანგარიშებზე).

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე