ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თავისუფალ უნივერსიტეტში მაღალრეიტინგულ სტუდენტთა მიღება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვია და იმ სტუდენტების მიღებას დაესწრო, რომლებმაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღეს და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.  

საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ პროგრამით - "ისწავლე დღეს - ასწავლე ხვალ". ახალი სასწავლო პროგრამა ყველა ნიჭიერ სტუდენტს ფინანსური მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, უნივერსიტეტში სწავლისა და საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს, მათ შეეძლებათ ბაკალავრიატი სწავლის საფასურის გადახდის გარეშე დაამთავრონ, საუკეთესო განათლება მიიღონ, გახდნენ წარმატებულები და ბაკალავრიატის დამთავრებიდან მომდევნო ოთხი წლის მანძილზე,  ახლადმიღებული სტუდენტის სწავლა დააფინანსონ.

თავისუფალ უნივერსიტეტში წელს ყველაზე მაღალი საშუალო საკონკურსო ქულა დაფიქსირდა სხვა უმაღლეს სასწავლებელთან შედარებით – 2165.6, რაც 110 საკონკურსო ქულით მაღალია, საქართველოში შედეგით მეორე, საშუალო საკონკურსო ქულის მქონე უმაღლეს სასწავლებელთან (თსუ) შედარებით.

საკონკურსო ქულების მიხედვით საქართველოში 10 საუკეთესო აბიტურენტიდან 8  თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აქედან 3 მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში (MACS), რომელიც მხოლოდ წელს გაიხსნა.

საქართველოში საუკეთესო შედეგი აქვს ნანო მამაგეიშვილს. თავისუფალმა უნივერსიტეტმა მას სასწავლო გრანტი გადასცა. საკონკურსო ქულებით მეორე ნომერია ნიკოლოზ მაჭავარიანი, რომელიც ასევე უფასოდ ისწავლის თავისუფალ უნივერსიტეტში. დიმიტრი შაშკინმა ნიჭიერ ახალგაზრდებს საჩუქრად  პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და TBC ბანკის წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე