ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იმერეთის რეგიონში სამთო მიმარულებით სპეცილისტები მომზადდებიან

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იმერეთის რეგიონში სამთო-საინჟინრო მიმართულების  სასწავლებელი  ამოქმედდება. 

პრეზიდენტის დავალებით,   განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, იმერეთის რეგიონის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია  და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ტყიბულში ჩავიდნენ და მეშახტეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სტუმრები დეტალურად გაეცნენ მეშახტეთა პრობლემებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იმერეთის მხარის გუბერნიის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო ფაკულტეტის ბაზაზე,  რეგიონულ ცენტრს გახსნის: “პრეზიდენტის ინიციატივით, შეიქმნება სასწავლებელი, რომელიც დაეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში იმ მაღაროელებს, რომლებიც ეხლა მუშაობენ და განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული იმ ხალხზე, რომლებიც აქ მომავალში დაიწყებენ მუშაობას”-განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

სასწავლებელში ადგილობრივი მოსახლეობიდან მეშახტეები, მაღაროელები და ზოგადად სამთო-საინჟინრო მიმართულების კვალიფიციური კადრები მომზადდება.

 სასწავლებელის კონკრეტულ ადგილმდებარეობასთან და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით   სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება და როგორც დიმიტრი შაშკინმა განმარტა, პროგრამების შედგენისას აუცილებლად  იქნება გათვალისწინებული მეშახტეების, მაღაროელებისა და სამთო მიმართულების სპეციალისტთა პრაქტიკული გამოცდილებები და მოსაზრებები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე