ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა

ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა განხორციელდა, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

საზაფხულო სკოლა უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლებაში ჩართულ სპეციალისტთა (მასწავლებლები, ფსიქოლოგები,  სპეც.მასწავლებლები) და სხვა დაინტერესებულ  პირთა კვალიფიკაციის ზრდას ინკლუზიური განათლების საკითხებში. ყოველწიურად, საზაფხულო სკოლის კურსების შერჩევა და ორგანიზება ხდება საგანმანათლებლო სისტემაში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე. საზაფხულო სკოლა შესაბამისი კურსებით ეხმიანება სპეციალისტთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს მათი კომპეტენციის ზრდას განსაზღვრული მიმართულებით. 

2016 წელს ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლის სასწავლო  კურსების შერჩევისას,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა სისტემაში არსებული საჭიროებები, რაც უკავშირდება ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისა და სტუდენტების განათლების პროცესებს. შესაბამისად, წელს საზაფხულო სკოლა ორი მიმართულებით ჩატარდა:

  • ჟესტური ენის თარჯიმანთა მოსამზადებელი კურსი
  • სმენის დარღვევის შედეგები. 

საზაფხულო სკოლის კურსებს უძღვებოდნენ დარგის მოწვეული სპეციალისტები ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროდან და ჟესტური ენის თარჯიმნების საერთაშორისო  ასოციაციიდან.  საზაფხულო სკოლას დაესწრო სულ 70-მდე მონაწილე. ნორვეგიელმა სპეციალისტებმა ასევე ჩაატარეს კონსულტაციები სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებთან.

2010-2013 წლებში საზაფხულო სკოლის ფინანსური მხარდაჭერა ხდებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში. 2014 წლიდან, საზაფხულო სკოლის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე