ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ავტორიზაცია სავალდებულო ხდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ ბრიფინგი გამართეს. 2010 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, ცვლილებები შედის  უმაღლესი, პროფესიული  და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში.

საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო ხდება ავტორიზაცია, იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა  დაწესებულებას შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.

ავტორიზაციის გარეშე დაწესებულება არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელოს ამ სტატუსიდან გამომდინარე საქმიანობა: მიანიჭოს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაცია, ან გასცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.

პირები, რომლებიც კანონის ძალაში შესვლამდე ჩაირიცხნენ ლიცენზირებულ დაწესებულებებში მიიღებენ ამ დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას იმ შემთხვევაში, თუ ეს დაწესებულება განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში 10 დღის ვადაში წარმოადგენს ამ პირთა სახელობით სიას პირადი ნომრების მითითებით და მათი ჩარიცხვის ბრძანებებს.

მათ, ვინც  ერთიანი ეროვნული გამოცდებით ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაბეჯითებით მოუწოდებს მიმართონ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ჩაირიცხონ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პროფესიული განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით პროფესიული განათლება ჩამოყალიბდა აკადემიური განათლების სრულფასოვან ალტერნატივად, რომელიც დასაქმების ბაზართან უფრო მეტად თავსებადია. პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული კვალიფიკაცია და იღებს პროფესიულ დიპლომს. პროფესიულ კვალიფიკაციათა რიცხვს განეკუთვნება: ბუღალტერ-მოანგარიშე, ვებ-ტექნოლოგი, მშენებლობის მენეჯერი, სასტუმროს საქმის სპეციალისტი, ლანდშაფტის დიზაინერი, ფერმერი, მეღვინე.

აკადემიურ პროგრამაზე ჩაბარება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით, ხოლო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებლად, შესაძლებელია მსურველმა დღესვე მიმართოს როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ისე განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს შემდგომი კონსულტაციებისთვის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე