ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე ჯეჯელავა საჩხერელ პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა საჩხერელ პედაგოგებთან გამართა, სადაც ასევე ისაუბრა სისტემის განვითარების მიმართულებებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე.

"ვაპირებ თქვენთან მეგობრობას, მნიშვნელოვანია მე მესმოდეს რა გაწუხებთ  და რა ცვლილებები გსურთ" - ამ სიტყვებით მიმართა მინისტრმა საჩხერელ პედაგოგებს. ალექსანდრე ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტი სწორედ მოსწავლეები და მათი პედაგოგებია და რომ, იგი მზადაა ყველა რესურსი და მთავრობის მხარდაჭერა მათკენ მიმართოს.

შეხვედრები რეგიონებისა და რაიონების დონეზე კვლავ გაგრძელდება. მინისტრს დაგეგმილი აქვს ყველა რეგიონში ჩავიდეს, პედაგოგებს თავისი ხედვა გააცნოს  და მოუსმინოს მათ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე