ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ევროპის კვირეულის ფარგლებში, ვიდეო სიუჟეტების კონკურსი „ნაბიჯი ევროპისკენ“. კონკურსის მიზანი იყო მოზარდებს გაეაზრებინათ ევროპული  ინტეგრაციის მნიშვნელობა ქართულ თანამედროვე სივრცეში; გაეანალიზებინათ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში; გამოეხატათ საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ევროპული ფასეულობებისადმი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილმა კომისიამ 25 ვიდეო სიუჟეტი განიხილა, რომელთაგან  8 საუკეთესო ვიდეორგოლი შეირჩა.

საკონკურსო პირობების მიხედვით I, II, III ადგილებზე გასული რგოლების ავტორი/ავტორთა ჯგუფი დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით. დანარჩენი 5 ვიდეორგოლის ავტორს/ავტორებს (სულ 9 მოსწავლე) გადაეცათ წამახალისებელი სიგელები.

ამავე დღეს დაჯილდოვდნენ სლოგანების, სასკოლო წარმოდგენების/ფლეშმობებისა  და კონცეფციების კონკურსის „ნაბიჯი თანადგომისკენ“ გამარჯვებულები. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ძალადობის ნებისმიერი ტიპის მიმართ; დაფიქრებულიყვნენ იმ ადამიანებზე, რომელთა უფლებები შეზღუდული იყო ან დღესაც იზღუდება. ადამიანებზე, რომელთაც უწევთ დამცირების, ტკივილის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ატანა, ვინაიდან არ აქვთ თანატოლების, ახლობლების, საზოგადოების მხარდაჭერა და სხვ.

კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 40 ესე, 12 ფლეშმობი და 20 კონცეფცია, მათგან სამინისტროში შექმნილმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები.  I, II, III ადგილებზე გასული სკოლები და მოსწავლეები ასევე დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერით და დიპლომებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე