ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამ პროფესიულ პროგრამაზე გაიმართა: 

  • ვებ პროგრამირება;
  • კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
  • სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.

სულ 10 გამარჯვებული სტუდენტი  გამოვლინდა, მათგან 3 ვებ პროგრამირების, 3 სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX-ის და 4 კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების მიმართულებით. გამარჯვებული სტუდენტები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა ლაშა ვერულავამ, უფროსის მოადგილემ მამუკა ჯანჯალიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების საინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ დააჯილდოვეს. ოლიმპიადის ჩატარების მიზანი იყო მართვის სისტემის სასწავლო პროცესის სტიმულირება, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი პროფესიული სტუდენტის გამოვლენა და წახალისება.

2016 წლის ოლიმპიადაში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით და სამახსოვრო სიგელებით.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე