ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული სწავლების განვითარების მიზნით შეთანხმება გაფორმდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის სტანდარტული შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გრანტის გადაცემა, სოფლის მეურნეობაში პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამა მზადყოფნას გამოხატავს დაფინანსება გამოუყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ექვსკომპონენტიანი პროექტის განხორციელებისათვის, რომლის მთავარი ნაწილია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პილოტირების ხელშეწყობა.

საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების-განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პროფესიული განათლების რეფორმა, რომელიც პროფესიული განათლების ახალი მოდელის, კერძო და საჯარო პარტნიორობის პრინციპზე დაყრდნობით სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას გულისხმობს.

პროექტი სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებსაც მოიცავს, როგორიცაა: ზოგადი განათლების კომპონენტების ინტეგრირება პროფესიულ განათლებაში, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადების მოკლევადიანი კურსების შექმნა სკოლის მოსწავლეებისა და ზოგადი განათლების მიღმა დარჩენილი პირებისათვის, ახალი პროფესიული სტანდარტების, პროგრამების და საგანმანათლებლო რესურსების მომზადება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და არაფორმალური განათლების აღიარების პრაქტიკის დანერგვა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოყოფილი დაფინანსება შეადგენს 353680 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. პროექტი ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე