ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ფეიქრიშვილების მრავალშვილიან ოჯახს წიგნები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქეთევან ფეიქრიშვილის 5 შვილიან ოჯახს ესტუმრა და ტყუპებს ნინო და ბესიკ ფეიქრიშვილებს სასწავლო სახელმძღვანელოები გადასცა, ისინი წელს №190-ე საჯარო სკოლის პირველ კლასში წავლენ. წიგნები პირადად მინისტრისაგან მიიღო თამარ ფეიქრიშვილმა, რომელიც ამავე სკოლის მესამე კლასელია. დიმიტრი შაშკინმა საჩუქრები ოჯახის მცირეწლოვან წევრებსაც  მიუტანა.

წელს პირველად გახდა შესაძლებელი ყველა სოციალურად დაუცველმა მოსწავლემ, პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ მიიღოს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გადაეცა ფეიქრიშვილების მრავალშვილიან ოჯახს სასწავლო სახელმძღვანელოები.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო. მოსწავლეები წიგნებს თავიანთ სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ. მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა სოციალურად დაუცველი ბავშვები შესძლებენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე