ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  მოზარდი სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობელთა კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მთავარი თემა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ტრანზიცია სკოლიდან პროფესიული განათლების სისტემაში და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება იყო. შეხვედრაზე განხილული იქნა ის შესაძლებლობები, რასაც სამინისტრო სკოლის შემდგომი განათლების უზრუნველყოფისთვის სთავაზობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.

კონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, როგორ უნდა მიეცეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი არჩევანის უფლება. ყურადღება გამახვილდა მათი ინტერესების პატივისცემაზე და ამ პროცესებში მშობლის როლზე.

მშობელთა კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა მშობლის როგორც  შვილის უფლებადამცველის როლზე. განხილული იყო მშობლის ეფექტური კომუნიკაციის გზები სამთავრობო და სხვა სტრუქტურებთან, რათა მათ შეძლონ საკუთარი შვილის უფლებებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ მშობლები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან, ჩართულნი იყვნენ მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, რომელთაც განათლების მიღებისა და დასაქმების საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე პირებს. პარალელურად გაიმართა სოციალური საწარმო „ბაბალეს“ ნამუშევრების გამოფენა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე