ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქიმიაში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება ქიმიაში. „ოლიმპიადა 2016“ დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ოლიმპიადა (IChO-48) 23 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობისათვის საქართველოს 75 – მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ეწვია, მათ შორის არიან უცხოელი  მოსწავლეები, მენტორები, მთავარი მენტორები, სამეცნიერო დამკვირვებლები, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ვანახოთ მსოფლიოს საქართველო, მისი კულტურა და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა.

ოლიმპიადის არსებობის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველო მასპინძლობს ასეთი დონის ღონისძიებას. მსგავსი შესაძლებლობა არა მარტო საქართველოს, თითოელ ქვეყანას ათეოლობით წლების განმავლობაში ერთხელ ეძლევა, ვინაიდან 2021 წლამდე უკვე გაწერილია პროგრამა თუ რომელ ქვეყანაში ჩატარდება მომდევნო წლების ოლიმპიადა.

ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და ტურიზმის დეპარტამენტთან.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე