ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების პროგრამები დაინერგება

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლობამ, შპს ,,აგარის შაქრის კომპანიამ“ და  ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების დანერგვისა და ამ მიზნით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ქეთევან ნატრიაშვილმა - საქართველოს განათლების და მეცნიერებს სამინისტრო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნათია ნაცვლიშვილმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ, ზაზა გულიაშვილმა - ქარელის გამგებელმა, ალხან ალიზადამ - შპს ,,აგარის შაქრის კომპანიის“ დირექტორმა, და  დარეჯან ბეგიაშვილმა - აგარის საჯარო სკოლის დირექტორმა.

პროფესიული განათლების პროგრამები აგარის საჯარო სკოლაში 2016 წლის სექტემბერში დაიწყება. მომზადება-გადამზადების კურსები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და შემდუღებლის პროფესიებში ღია იქნება როგორც მე-10-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურს პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პრფესიის შეძენა.

სწავლება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში თანამედროვე მოდულების გამოყენებით წარიმართება. მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება ზაფხულის განმავლობაში. შეიქმნება და აღიჭურვება სახელოსნოები, ხოლო მასწავლებლები  შესაბამის ტრენინგს გაივლიან სწავლების მოდულებში.

მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს 75 ადამიანი გაივლის. კურსდამთავრებულებს ექნება კარგი შესაძლებლობა დასაქმდნენ ადგილობრივ შრომის ბაზარზე.

აგარის საჯარო სკოლაში მიმდინარე ინიციატივა უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით და რომლის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან და განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ზრდასრული მოსახლეობისათვის.

„განათლების სისტემა უნდა იძლეოდეს პირადი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ასეთი განათლება გახდეს დასაქმების გაზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტი“ - აღნიშნა ნათია ნაცვლიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ.

აგარის საჯარო სკოლის გამოცდილება ხელს შეუწყობს ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების დანერგვასა და კერძო-საჯარო პარტნიორობის განვითარებას საქართველოს სხვა სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებში.          

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე