ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე ჯეჯელავა ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფარგლებში კულტურული და საგანმანათლებლო დიპლომატიის განვითარებისა და დიასპორებთან თანამშრომლობის  საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.

ზემოაღნიშნული სესიის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრა გამართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ. 

ალექსანდრე ჯეჯელავამ  „ამბასადორიალი 2016“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მრავალ ქვეყანასთან და ეს არის შედეგი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობისა.

მინისტრი თავის სიტყვაში შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის  მეორე კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებს, რომელიც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების (STEM) მიმართულებით  განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ალექსანდრე ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ჰორიზონტი 2020-ის პოლიტიკის მხარდაჭერის მექანიზმის (Horizon2020 Policy Support Facility) გამოყენებით და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლითი პროგრამები და ამ მიმართულებით აუცილებელია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მხარდაჭერა. შეხვედის ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავამ დიპლომატების შეკითხვებს უპასუხა.

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე