ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის დირექტორთა საბჭო შეიქმნება

საქართველოს განათლების სისტემაში რეფორმების აქტიური  ფაზა იწყება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სისტემის შემადგენელი სხვადასხვა რგოლის წარმომადგენელთა მოსაზრებები ახალ ხედვებთან, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და თანამშრომლობის ფორმატთან დაკავშირებით. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი საჯარო და კერძო სკოლების დირექტორების მორიგ ჯგუფს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს დირექტორთა სათათბიროს შექმნის  საკითხი. ალექსანდრე ჯეჯელავამ დირექტორებს ასევე გააცნო ზოგადი განათლების რეფორმირებისა და განვითარების მისეული ხედვები. მინისტრმა სკოლის დირექტორების მოსაზრებებიც მოისმინა და პრაქტიკოსი დირექტორების მიერ გაჟღერებული გარკვეული პრობლემებიც, რომელსაც სამინისტრომ აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოს რეფორმების დაწყებამდე.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც დირექტორთა საბჭოს საქმიანობის ფორმატთან დაკავშირებით მოამზადებს რამდენიმე ალტერნატიულ ვერსიას. პროექტს საქართველოს ყველა სკოლის  დირექტორი განიხილავს და შემდეგ შეჯერდებიან თუ როგორი უნდა იყოს დირექტორთა მუდმივმოქმედი  საბჭო, რომელიც როტაციის წესით იმუშავებს  და სისტემატურად შეხვდება მინისტრს და ზედა დონის მენეჯმენტს, რათა უფრო აქტიური გახდეს თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სკოლებსა და სამინისტროს შორის.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე