ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრამდე მინისტრმა საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიები დაათვალიერა, რომელიც ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ საერთაშორისო კონკურსებში მოპოვებული გრანტების ფარგლებში მოეწყო და აღიჭურვა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ვრცელი პრეზენტაციაც მოისმინა სამეცნიერო დაწესებულების საქმიანობის, რეგიონული თუ საერთაშორისო კავშირების, მიღწეული წარმატებებისა და სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემების თაობაზე. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა ინსტიტუტის ხელმძღვანელობას  და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა ღვაწლისთვის და დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე