ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე ჯეჯელავა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს მასშტაბით, კერძო და საჯარო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა. მინისტრის ინიციატივით, ასეთი შეხვედრები თვეში ერთხელ უნივერსიტეტებში გაიმართება და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება, მხოლოდ მოსაზრებების შეჯერებითა და ერთობლივი შეთანხმებით მოხდება, რაც რექტორებს ერთმანეთთან დაახლოების საშუალებასაც მისცემთ.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, განისაზღვრა სამომავლოდ განსახილველი საკითხები და საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა სწავლის დაფინანსება, უფასო ფაკულტეტები, განათლების ინტერნაციონალიზაცია, უცხოელი სტუდენტები, კვალიფიკაციის ამაღლება, სამეცნიერო გაცვლა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, დისტანციური სწავლება, სტუდენტთა დასაქმება ა.შ. ისეთ საკითხებს, რაც სისტემის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე