ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ცერემონიას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფინანსთა მინისტრი, თსუ პროფესორი ნოდარ ხადური, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ექიმის ფიცი დადეს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა. საქართველოში სამედიცინო განათლებას სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაეყარა საფუძველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1919 წელს სამკურნალო ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. 1930 წელს ფაკულტეტმა არსებობა შეწყვიტა და ცალკე შეიქმნა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1995 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი სამედიცინო განათლება აღდგა თავდაპირველად მედიცინის სპეციალობის სახით ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, ხოლო 2000 წელს მედიცინის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ფაკულტეტი.

თსუ მაგისტრატურა 2016 წელს 1000-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა. თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე