ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში კომპიუტერის სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

2010 წლის ბოლომდე საქართველოს საჯარო სკოლების 75%  ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების ინტერნეტიზაციას საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე ახორციელებს, რომლის თანახმადაც სკოლებში კომპიუტერის სწავლება უნდა გაძლიერდეს. საქართველოს ყველა სკოლაში ინტერნეტიზაცია 2011 წელს დასრულდება და თითოეულ სკოლას ინტერნეტმომსახურება სახელმწიფოს ხარჯზე გაეწევა.

პროექტის ფარგლებში, 2010 წლის ბოლომდე ყველა სკოლას თავისი ვებ-გვერდიც ექნება და მის შექმნაში მონაწილეობას თავად მოსწავლეები მიიღებენ. სკოლების ინტერნეტიზაციას ხელს შეუწყობს ასევე კორპორაცია Microsoft-ის მიერ განათლების სისტემისთვის გადაცემული ლიცენზირებული პროგრამა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ სკოლების მსოფლიო ინტერნეტ ქსელში ჩართვა როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს.

საგანმანათლებლო სისტემაში ინოვაციურად მოაზროვნე თაობის აღზდის მიზნით, კორპორაცია Microsoft - მა ახალი მიმრთულება შეიმუშავა. ექსპერტების, დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეებისა და განათლების სისტემაში ჩართული სხვა წარმომადგენლების  თანამონაწილეობით, პროგრამა Partners in Learning -ის ფარგლებში ოთხი შეხვედა გაიმართა, სადაც იმ ხედვაზე იმსჯელეს, რაც სასკოლო ცხოვრებაში თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასკოლო გარემოს შექმნას შეუწობს ხელს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მონაწილეობით, შემაჯამებელ შეხვედრაზე, საბოლოოდ გამოიკვეთა თუ რა მიდგომებია საჭირო ინოვაციურად მოაზროვნე თაობის აღზრდისათვის, რადგან მათი განვითარებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

დღეის მდგომარეობით,  კომპიუტერებით საქართველოს ყველა, 2171 საჯარო სკოლაა უზრუნველყოფილი (სულ 26 800 კომპიუტერით), მაგრამ კომპიუტერის სწავლებას სათანადო ყურადღება არ ექცევა. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, პრეზიდენტის ინიციატივა  უმოკლეს ვადაში, ეტაპობრივად განხორციელდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე