ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროში უცხოელ პედაგოგთა მიღება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საგანმანათლებლო პროგრამის – “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”  ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ პედაგოგთა მორიგ ჯგუფს შეხვდა და მათთან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.

ამერიკიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ავსტრალიიდან   ჩამოსული 92 ინგლისური ენის პედაგოგი, ტრეინინგების გავლის შემდეგ, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან, ახალი სასწავლო წლიდან კი, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.

შეხვედრაზე  დიმიტრი შაშკინმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და წარმატებები უსურვა პედაგოგებს მთავარი მიზნის განხორციელებაში - კარგად შეასწავლონ ინგლისური ენა ჩვენს მოზარდებს და ქართველ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარონ.  ქართულ ენასთან ერთად, უცხო ენის სრულფასოვნად ცოდნა ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა  საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაციას ყოველგვარი ბარიერის გარეშე.
უცხოელი პედაგოგების პირველი დელეგაცია საქართველოში 30 ივლისს ჩამოვიდა. ისინი აჭარის საჯარო სკოლებში შეუდგებიან ინგლისური ენის სწავლებას. 14 აგვისტოს მეორე ნაკადი ჩამოვიდა საქართველოში. ორმოცდაჩვიდმეტი უცხოელი პედაგოგი სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ. წლის ბოლომდე საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგი ჩამოვა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე