ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული პროექტებით უცხო ქვეყნები ინტერესდებიან

ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მზარდია სხვადასხვა ქვეყნის  ინტერესი საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ, მათ შორისაა აღმოსავლეთის ქვეყნები. კერძოდ, ომანის სასულთნო, რომელიც  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან განათლების სექტორში თანამშრომლობას. განსაკუთრებული ინტერესის საგანია მიმდინარე რეფორმები, ზრდასრულთა განათლება, ინგლისური ენის სწავლება როგორც სკოლებში, ისე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე საზაფხულო სკოლების როლი ენების სწავლების  განვითარებაში. ამ მიზნით, საქართველოს ეწვია ომანის სასულთნოს სწავლების უმაღლესი ტექნიკური  ინსტიტუტისა და სამოგზაურო სააგენტოების ასოციაციების გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტენფორდის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის ბიზნეს სკოლების პროფესორი სეიმ ალ შარეფი სტუდენტებთან ერთად. მან შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან  ლია გიგაურთან.

შეხვედრა  გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ისაუბრეს როგორც ორი ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ისე, პროფესიული  და საუნივერსიტეტო განათლების ფარგლებში შესაძლო თანამშრომლობაზე. სეიმ ალ შარეფმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის ასევე ხელმძღვანელობს საერთაშორისო ავიახაზების ავტორიზებული გადამზადების კურსებს  (IATA) და თვლის, რომ ამ პროფესიული მიმართულების სტუდენტებისათვის, საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ისინი ინგლისურ ენასთან ერთად, პროფესიულ კურსაც გაივლიან. მან ასევე დადებითად შეაფასა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან „თბილისი“ თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ რეალობა გაცილებით მეტი აღმოჩნდა იმ   წინასწარ ინფორმაციაზე, რომელიც  ბაქსვუდის საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით ჰქონდა.

როგორც ცნობილია ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში, საქართველოს სკოლების სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები სახელმწიფო დაფინანსებით, ინგლისურ ენას სწავლობენ. ეს არის ბრიტანული საზაფხულო სკოლის მოდელი გადმოტანილი საქართველოში და იგი უცხოელებისთვის ბევრად უფრო იაფია,  ვიდრე ბრიტანეთში. ამიტომ ამ მიმართულებით უკვე დეტალურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა კონკრეტული საკითხები და მომდევნო შეხვედრებზე უფრო საგნობრივი იქნება საუბარი მომავალ თანამშრომლობაზე როგორც ბაქსვუდთან დაკავშირებით ისე, მთლიანად განათლების სფეროში.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე