ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დამსაქმებელთა ფორუმი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის

პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  „დამსაქმებელთა ფორუმი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე პროფესიული კოლეჯის „იკაროსი“ წარმომადგენლებმა, დამსაქმებელთა ჩართულობის გაზრდის კუთხით, საკუთარი გამოცდილება ფორუმის მონაწილეებს გაუზიარეს. კერძოდ, თუ როგორ ხდება ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება ტურიზმის სექტორში. ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის არსებული და პოტენციური დამსაქმებლები, სტუდენტები, პედაგოგები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა სტუდენტთა კონკურსი კოლეჯში არსებულ სპეციალობებში და პედაგოგთა მასტერკლასები. 

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ფინანსდება ისეთი პროექტები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბიზნესის წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკას ანვითარებენ, ნერგავენ შრომის ბაზარზე მოთხოვნად და ინდუსტრიის საჭიროების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე სონია შარიგიანი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე