ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე ჯეჯელავა ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აგრძელებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების გაცნობას. ამჯერად, მინისტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და ფიზიკოსთა კორპუსში განთავსებული ფიზიკის ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც სტუდენტებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად მოაწყვეს და დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიად ითვლება ევროპაში. იგი აღიარებულია  მასაჩუსეტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების მიერ და ლაბორატორია მოსწონს და წარმატებით იყენებს  CERN-ი. ფიზიკის ლაბორატორიის ხშირი სტუმრები არიან ფიზიკით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებიც.

ალექსანდრე ჯეჯელავა იმ სამუშაოებსაც გაეცნო, რომელსაც უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები   მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ატარებენ. მინისტრი ასევე გაეცნო უნიკალურ  ვირტუალურ ლაბორატორიას,  რომელიც  უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა შექმნეს. ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავა იმ ქართველ მეცნიერებს შეხვდა, რომლებიც  ჩართულნი არიან ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნი), KEK-ისა (იაპონია) და  CERN-ის (შვეიცარია) ერთობლივ პროექტებში. ქართველი ფიზიკოსები   წარმატებულად მოღვაწეობენ აღნიშნულ კვლევით ლაბორატორიებში, მათთვის გახსნილია გზა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო პროექტებში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე