ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ადმინისტრაციისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ზურაბ ვადაჭკორიამ  მინისტრს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიღწევები გააცნო. ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის დაწესებულ მაღალ ბარიერზე და მიუხედავად ამისა, კონკურსის მაღალ მაჩვენებელზე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ რიცხვზე და უცხოეთიდან აქ სწავლის მსურველთა მზარდ მოტივაციაზე.

ალექსანდრე ჯეჯელავამ  აღნიშნა, რომ თსსუ-ის მიღწევები თვალსაჩინოა და ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა. მინისტრმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო საკუთარი ხედვა განათლების სისტემასთან დაკავშირებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე