ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ცვლილება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის სერვისში

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაზე და, შესაბამისად, ცენტრის მხრიდან მოქალაქეებზე გასაწევი სერვისებისა და პროცედურების გამარტივებაზე. ამ მიზნით, ცენტრში პერიოდულად ხორციელდება ორგანიზაციული განვითარების მთელი რიგი ღონისძიებები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან კოორდინაციით.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავეს ახალი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ხარისხს და გააფართოებს მის გეოგრაფიულ არეალს.

ამჯერად ცვლილება ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის სერვისს.

2016 წლის 10 აგვისტოს შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის უფლებამოსილება გადაეცემა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რაც დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს მასშტაბით იუსტიციის 17 სახლსა და 14 ტერიტორიულ სამსახურში მიიღოს აპოსტილთან / ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურება.

აპოსტილით დამოწმებას / ლეგალიზაციას ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:

 

  • ცნობა (სწავლის, შეფასებების, მუშაობის შესახებ და ა.შ.);
  • ატესტატი (სრული / საბაზო)/არასრული საშუალო განათლების მოწმობა;
  • ნიშნების ფურცელი;
  • სახელობო განათლების სერტიფიკატი;
  • დიპლომი (უმაღლესი / პროფესიული);
  • დიპლომის დანართი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა www.eqe.gov.ge და ფეისბუქ გვერდს. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე (+995 32) 2 200 220 (*3599).

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე