ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაბა გუდაურში გაიხსნება და უზრუნველყოფს ნაციონალური სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის და მთასთან დაკავშირებული სხვა მაღალი რისკის მქონე პროფესიების სრული სპექტრისთვის.

 სკოლა მოამზადებს საფეხმავლო და სამთო გამყოლებს, სათხილამურო ინსტრუქტორებს, სასიმაღლო სამუშაოების და საზვავე უსაფრთხოების სპეციალისტებს, ასევე განხორციელდება სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა გადამზადება და სერტიფიცირება.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა ითანამშრომლებს სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციასთან (IFMGA/UIGAM/IVBV), ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნაციონალურ ფედერაციებთან (შვეიცარიის სამთო გამყოლთა ასოციაცია, გერმანიის სამთო გამყოლთა ასოციაცია, კანადის სამთო გამყოლთა ასოციაცია) და ანალოგიური პროფილის პროფესიულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან (მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი - TUM, საფრანგეთის თხილამურების და ალპინიზმის ნაციონალური სკოლა - ENSA, და ა.შ.).

შედეგად, რეგიონში გაჩნდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაადგენს უსაფრთხოების, მომსახურების და კომპეტენციის მაღალ სტანდარტებს, უზრუნველყოფს ახალგაზრდების წახალისებას მაღალანაზღაურებადი, გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივით ეროვნულ, რეგიონულ და საერთშორისო შრომის ბაზრებზე და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უსაფრთხო და ხარისხიანი სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე