ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გლდანის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული მოედანი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გლდანი-ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თბილისის საკრებულოში მამუკა გუგეშაშვილმა  თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში მორიგი, ახლადგაკეთებული ღია სპორტული მოედანი  დაათვალიერეს.

ახალი მოედანი თბილისის სკოლების სპორტულ მოედნებს შორის ერთ-ერთი  ყველაზე დიდია, სტადიონის რეაბილიტაცია სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით განხორციელდა და მასზე 40 000 ლარი დაიხარჯა.

პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში,  საქართველოს მასშტაბით 317 საჯარო სკოლაში  სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, მათ შორის თბილისში 108 სკოლა გაივლის რეაბილიტაციას, 24 სკოლაში სპორტული მოედნების მშენებლობა  დასრულებულია, კეთდება 67 სპორტული დარბაზი, მათგან 5 დასრულებულია.

ისევე, როგორც 133-ე სკოლის მოედანი, საქართველოს მასშტაბით რეაბილიტირებული სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, აქ შესაძლბელია მოზარდების სპორტის სხვადასხვა სახეობებში კომპლექსურად მომზადება.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილები ჩაანაცვლებენ, პირველ ეტაპზე ეს პროცესი იმ სკოლებში განხორციელდება, სადაც გარდა სტადიონებისა და სპორტული დარბაზების კეთილმოწყობისა, შესაბამისი ჰიგიენური ნორმები იქნება დაცული.

სპორტითა და ზოგაგდად, ჯანსაღი ცხოვრების წესით  სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება ერთ-ერთ პრიორიტეტად ცხადდება. ახალი სასწავლო წლიდან შეიქმნება სპორტული ლიგები, სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრებები მოეწყობა, მოხდება გამორჩეული სპორტული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეთა წახალისება, როგორც ეს სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვების შემთხვევაში ხდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე