ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯებში საშემოდგომო მიღებისთვის მზადება მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი პროფესიულ დაწესებულებებში საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება. გუნდის წევრები ჩართულები იქნებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების შეფასებისა და ტესტირების პროცესებში. თბილისსა და რეგიონებში მომუშავე გუნდის წევრებისთვის შესაბამისი ტრენინგები სამ ეტაპად ჩატარდა, სადაც მათ მიიღეს დამატებითი ინსტრუქციები სსსმ პირებთან მუშაობისათვის. ასევე, მოხდა არსებული გამოწვევების განხილვა და გაანალიზება. ტრეინინგებზე მიღებული ინფორმაცია კიდევ უფრო მოქნილს გახდის სსსმ პირებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისას სსსმ პირს შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს მისთვის საინტერესო სამი საგანმანათლებლო პროგრამა ერთი მიმართულების ფარგლებში. პროფესიული ტესტირების საფუძველზე, შერჩეული პროფესიების შესაბამისი აქტივობის პრაქტიკულად მოსინჯვის შედეგად, აპლიკანტი აკეთებს საბოლოო არჩევანს.

პროფესიული ტესტირება პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი აქტივობის პრაქტიკულ მოსინჯვას გულისხმობს. აპლიკანტები პროფესიული განათლების მასწავლებლის მითითებით ერთვებიან აქტივობის განხორციელების პროცესში და ასრულებენ შესაბამის ინსტრუქციებს. ტესტირების მოსინჯვის შემდეგ აპლიკანტი, საგანმანათლებლო პროგრამასთან მისი ინტერესებისა და შესაძლებლობის თანხვედრის საფუძველზე, თავად ირჩევს სასურველ პროფესიას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა 2013 წლიდან დაიწყო. ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“. აღნიშნული ინიციატივის მიზანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სსსმ და შშმ პირებისთვის და სასწავლო პროცესის მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად წარმართვა.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2013 წლის შემოდგომის მიღებიდან დღემდე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა სულ 510 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი. ხდება თითოეული მათგანის ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება. პროფესიულ სასწავლებლებში მიმდინარეობს სსსმ პირების უზრუნველყოფა სწავლებისათვის საჭირო დამატებითი სპეციალისტების მომსახურებით და სხვადასხვა მატერიალური რესურსებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე