ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამუშაო ვიზიტით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის ადმინისტრაციას და რეგიონული სასწავლო ცენტრების ადმინისტრატორებს შეხვდა, დაათვალიერა სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნო პრეზენტაციას სკოლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში შეჯამდება სკოლის მიერ შესრულებული სამუშაოები და მოხდა სკოლის სამომავლო გეგმების განხილვა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც ორიენტირებულია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაზე, 2014 წლიდან განაახლა ფუნქციონირება. სკოლის სამიზნე ჯგუფს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონები წარმოადგენს. სამიზნე რეგიონებიდან საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესი სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება.

სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უთმობს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას. ამ ეტაპზე სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამის: ,,საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება“ და ,,სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა“ ფარგლებში ხორციელდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე