ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის კვლევითი ცენტრისა და თსუ-ს ფუნდამენტურ მეცნიერებებში ერთობლივი მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ფარგლებში პირველი, ე.წ. სმარტ-ლაბის (SMART|EDM_Lab) დაფუძნების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, პროფესორი სებასტიან შმიდტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" მეშვიდედ ტარდება, მას საფუძველი 2004 წელს თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2010 წლიდან სკოლა-სემინარს საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიც: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი შემოუერთდა.

2014 წელს საიუბილეო ღონისძიება “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა” გაიმართა, სადაც ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მიღწევები შეაჯამეს. 2015 წლის კონფერენციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

"ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" 2 სექტემბერს დასრულდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე