ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი რესურსცენტრების ხელმძღანელებს შეხვდა

იწყება ახალი 2016-2017 სასწავლო წელი. მნიშვნელოვანია სისტემა მომზადებული იყოს იმ პროცესებისათვის, რომელიც წელს იქნება განსხვავებული, გადაყვანილი სხვა კონტექსტში, ვინაიდან საპილოტე პროექტები დასრულდა და იწყება პროექტების სრულფასოვანი იმპლემენტაცია. მათ შორის ეს ეხება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით სკოლების უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, იმ ახალ პროგრამებს, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლებში დაიწყება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეებისა და მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდისთვის.

იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იფუნქციონიროს და სწავლა/სწავლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა თანაბარი იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რესურცენტრების ხემძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. განიხილეს გასულ წლებში მიღწეული შედეგები, მინისტრმა მოისმინა რეკომენდაციები სხვადასხვა პროგრამების დანერგვასთან და სკოლებში არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით. ალექსანდრე ჯეჯელავამ აუდიტორიას სამომავლო გეგმები გააცნო ესაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც განვითარების ახალ ფაზაში გადადის, ასევე გააცნო ახალი პროგრამები და პროექტები, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაიწყება და რომელთაც სჭირდება ადგილზე რესურსცენტრების მაქსიმალური მხარდაჭერა, მინისტრმა ასევე ისაუბრა სკოლებთან პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებაზე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე