ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სექტემბრიდან ახალი ეთიკის კოდექსები ამოქმედდება

ახალი სასწავლო  წლიდან  მასწავლებლის პროფესიული ეთიკის, სკოლის დირექტორის ეთიკისა და  მოსწავლის ქცევის კოდექსები ამოქმედდება. 

პრეზენტაცია ეთიკის კოდექსებზე,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარუდგინეს.

საქართველოს სკოლებში, კოდექსების დამტკიცებამდე, სამუშაო შეხვედრები და განხილვები ჩატარდა  მრჩეველთა საბჭოსთან, დირექტორებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. კოდექსის საბოლოო ვარიანტში ასახულია  ყველა ის კონსტრუქციული შენიშვნა და მოსაზრება, რომლებიც შეხვედრებზე გამოითქვა.

კოდექსის ამოქმედება ხელს შეუწყობს სასკოლო გარემოს გაუმჯობესებასა და ეთიკურად გამართლებული ურთიერთობების დამყარებას მასწავლებლებს, დირექტორებსა და მოსწავლეებს შორის. ეთიკის კოდექსების საფუძველზე, ყველა სკოლა შეიმუშავებს საკუთარ შინაგანაწესს.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე