ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016

პირველად საქართველოში, თბილისში „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალი ტარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყო, 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ყოველი დღე დატვირთული იქნება განსხვავებული ღონისძიებებით. გაიმართება გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა.

მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და „LHC ინტერაქტიული გვირაბი“, კვირეულში მონაწილეობს ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი, რომელიც დამთვალიერებლებს წარმოდგენას შეუქმნის მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე.

„მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრადიციას უყრის საფუძველს: თბილისი მსოფლიოს იმ წამყვან ქალაქებს შეუერთდება, რომელთაც ანალოგიური ფესტივალების ჩატარების ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.

ფესტივალის მიზანია ერთის მხრივ, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორეს მხრივ, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია. მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების დაახლოებას.

ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მაიკროსოფტი - საქართველო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, სხვადასხვა კერძო კომპანიები და მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები.

ფესტივალის ლოგოზე გამოსახულია ქართველი ხელოვანის, ბაჩა ხოფერიას (Dr. Love) ურბანული ხელოვნების ნიმუში - „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“, რომელიც შთაგონებულია დმანისში აღმოჩენილი ჰომონინის რეკონსტრუქციით.

ფესტივალის ლოგო განასახიერებს უხსოვარი დროიდან დღემდე მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების სიმბოლურ გზას. „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“ გვახსენებს, რომ მეცნიერება და ინოვაცია ჩვენი ყოველდღიური, პრაქტიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე